SES-ის 5 წლის იუბილე საქართველოში

აგვისტო 19, 2018 59

მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა, SES-მა, მოაწყო ღონისძიება პარტნიორებისა და მედიასაშუალებებისთვის „მე-5 გაზაფხული საქართველოში“ - რომელიც მიეძღვნა კომპანიის ხუთწლიან წარმატებულ საქმიანობას ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.

 
ღონისძიება 2017 წლის 28 მარტს, თბილისში, „კაფე მუზეუმში“ გაიმართა და მას წამყვანი მედიასაშუალებების, საკომუნიკაციო კომპანიებისა და სხვა ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება დაიწყო ოფიციალური გამოსვლებით, რასაც მოჰყვა საინტერესო გასართობი პროგრამა და პარტნიორებს შორის საქმიანი კონტაქტების გაცვლა. 
ღონისძიება გაიხსნა SES-ისა და მაგთიკომის მაღალი თანამდებობის პირების ოფიციალური გამოსვლებით: 
• ჰაკან სიოდინი, SES-ის რეგიონალური გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 
• ნიკოლოზ დავითაშვილი, მაგთიკომის კომერციული დირექტორი 
ბნ.-მა სიოდინმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა კომპანიის მოკლე მიმოხილვა, მისი ძირითადი მამოძრავებელი სტიმულების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. 
კომპანია SES-ის წარმომადგენლის, ბნ. სიოდინის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები შემდეგ საკითხებზე გაკეთდა: 
• SES ფლობს 65 თანამგზავრს, რომლებიც დედამიწისა და მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს ფარავს
• SES ემსახურება 700-ზე მეტი სატელეკომუნიკაციო კომპანიას, მაუწყებელს, საწარმოს, მთავრობასა და დაწესებულებას 130-ზე მეტ ქვეყანაში
• SES-ს გააჩნია 7.317 სატელევიზიო არხი, რომელთაგანაც 2,434 HD ფორმატისაა, ხოლო 34 – UHD ფორმატის
• SES წარმოადგენს DTH პლატფორმის ნომერ პირველ მიმწოდებელს, რომელსაც აქვს წვდომა156 მლნ ტელემაყურებელ ოჯახზე 
• SES აგრძელებს HDR-ის (გაფართოებული დინამიური დიაპაზონი) განვითარებას Ultra HD ფაზა 2-ის ფარგლებში 
• UHD სატელევიზიო ბაზარი სწრაფად იცვლება და პროგნოზის თანახმად, 2018 წლისთვის UHD-ის მსოფლიო სატელევიზიო გაყიდვები 42%-ს შეადგენს
• მსოფლიო მასშტაბით თანამგზავრით გადაცემული UHD არხების საერთო რაოდენობა 2025 წლისთვის 1000-ს გადააჭარბებს, რადგან მთავარი სპორტული ღონისძიებების სატელევიზიო ჩვენება გახდება ერთგვარი სტიმული მძაფრი შეგრძნებებისა და სამაყურებლო გამოცდილების გაუმჯობესებისათვის და გამოყენებულ იქნება ოპერატორების მიერ ამ გამოცდილების კიდევ უფრო მეტად განვითარებისათვის. 
• UHD-ს საკითხში გათვითცნობიერება საქართველოში: UHD განვითარების გლობალური ტენდენცია ასევე თვალსაჩინოა საქართველოშიც.
• თუკი 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 18%-მა იცოდა, თუ რა იყო UHD, მაგრამ არ გააჩნდა UHD ეკრანი, ხოლო 8%-მა იცოდა მის შესახებ და ფლობდა კიდეც ამგვარ ეკრანს, 2016 წელს ადგილი ჰქონდა მოსახლეობის ორივე კატეგორიის მკაფიო ზრდას. დღეისათვის მოსახლეობის 22%-მა იცის UHD ეკრანის შესახებ, ხოლო 15% კი უკვე ფლობს ამ ტიპის ეკრანებს. (წყარო: Satellite monitor YE’16, GfK)

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ოთხი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის (ვიდეო, საწარმოები, მობილურობა და მთავრობა). ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და დაწესებულებებს, ისევე როგორც სხვადასხვა ბიზნესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, რომელსაც გააჩნია უდიდესი „პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობა“ (DTH) სატელევიზიო წვდომა ევროპაში და O3b ქსელები, გლობალური მართვადი მონაცემების საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი.

Rate this item
(0 votes)
Last modified on კვირა, 19 აგვისტო 2018 18:02