ვალესა და გუგუთში ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები აღმოაჩინეს

აგვისტო 19, 2018 113

6 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, მ.ტ-ს და სომხეთის მოქალაქის ა.მ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები ამოაჩინეს. კერძოდ; ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი საბრძოლო ვაზნით თურქეთის მოქალაქეს მ.ტ-ს, ხოლო ერთი ცეცხლსასროლი იარაღი 3 ცალი ვაზნით სომხეთის მოქალაქეს ა.მ.-ს მალულად შემოჰქონდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Rate this item
(0 votes)
Last modified on კვირა, 19 აგვისტო 2018 18:58