წითელ ხიდზე 2380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

აგვისტო 19, 2018 58

15 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, შ.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 2380 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე) აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

Rate this item
(0 votes)
Last modified on კვირა, 19 აგვისტო 2018 19:00