ვალეში, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

აგვისტო 19, 2018 115

6-17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ბათუმის აეროპორტი“, ,,ვალე“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ა.მ.-ს, მ.ს.-ს, ტ.ბ.-ს და ლ.ხ.-ს ნარკოტიკული (235 აბი) და ფსიქოტროპული (38 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

Rate this item
(0 votes)
Last modified on კვირა, 19 აგვისტო 2018 19:02