ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს –  ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.

ჩვენი მთავარი მიზანია, ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბახმაროში განაცხადა.
მამუკა ბახტაძე ბახმაროში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე და გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე ოზურგეთში მცხოვრებ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, შშმ ვეტერანს რუსლან (ირაკლი) გოგოლაძეს, ესტუმრნენ.

6-17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ბათუმის აეროპორტი“, ,,ვალე“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ა.მ.-ს, მ.ს.-ს, ტ.ბ.-ს და ლ.ხ.-ს ნარკოტიკული (235 აბი) და ფსიქოტროპული (38 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

15 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, შ.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 2380 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე) აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

გვერდი 1 სულ 4