სამშენებლო სფერო საქართველოში წლების განმავლობაში იზრდება და ვითარდება, თუმცა პერიოდულად გარკვეული ჩავარდნები აღნიშნულ სექტორს თან ახლავს. 
ჯერ იყო და, 2008 წლის კრიზისმა მენაშენეები მნიშვნელოვნად დააზარალა და შოკური ვითარებიდან გამოსულ ბიზნესს ორი-სამი წელი დასჭირდა ძველი მაჩვენებლების დასაბრუნებლად, მალევე ამ ყველაფერს ლარი-დოლარის კურსის ცვლილება დაერთო, როდესაც ბინის შესაძენად დოლარში ბანკიდან სესხის აღებისგან ბევრი ადამიანი იკავებდა თავს.

APG-ის მსოფლიო ქსელი პარტნიორი ავიაკომპანიებისთვის ახალ პროდუქტებს და სერვისებს ქმნის. მსოფლიოს მასშტაბით APG-ის პარტნიორი ავიაკომპანიების რიცხვი 390-ს აღწევს, რაც ყოველწლიურად იზრდება. კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ახალი სერვისის - APG IET-ს გამოყენებით, ავია სააგენტოები მგზავრებს შესთავაზებენ მსოფლიოში მოქმედი ყველა ავიაკომპანიის ბილეთის შეძენა საქართველოდან განახორციელონ. პროდუქტის ფარგლებში APG Georgia ავია სააგენტოებს საქართველოს ოფისის მეშვეობით, ადგილობრივ მხარდაჭერას სთავაზობს.

არაბთა გაერთიანებული საემიროების წამყვანი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flydubai“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 2017 წლის 22 ივნისიდან 30 სექტემბრამდე გეგმავს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვის მიღების მიზნით, „Flydubai“-იმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა.

ქართულ ბაზარზე ახალმა ავიაკომპანია "ეარ კაირომ" პირდაპირი, რეგულარული ფრენების განხორციელება თბილისსა და შარმ ელ-შეიხს შორის, ნოემბერში დაიწყო და რეისებს კვირაში სამჯერ ასრულებს.

სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსში ბოსტნეულის წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროქეტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს.