6 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, მ.ტ-ს და სომხეთის მოქალაქის ა.მ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები ამოაჩინეს. კერძოდ; ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი საბრძოლო ვაზნით თურქეთის მოქალაქეს მ.ტ-ს, ხოლო ერთი ცეცხლსასროლი იარაღი 3 ცალი ვაზნით სომხეთის მოქალაქეს ა.მ.-ს მალულად შემოჰქონდა.

ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „გეალოგოს“-მა 8 ჰა მიწის ფართობზე კაკლის და მაყვლის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღები გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „გეალოგოსის“ კაკლის და მაყვლის ბაღი დაათვალიერა.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნა. მათი შექმნა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ დააფინანსა. სამკითხველოში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების უიშვიათესი, ავტორის სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნები და მისი ხელნაწერები, რაც დარბაზს მუზეუმის ფუნქციასაც მიანიჭებს.

სასიამოვნო სიახლეა, რომ კომპანიამ  გააფორმა თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება ბინის შიდა კარის ახალ მომწოდებელთან იტალიაში და გადაწყდა, რომ კომპლექსი  m2 იპოდრომთან ყველა მობინადრეს ბინაში