ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა რუსლან გოგოლაძე მოინახულეს

აგვისტო 19, 2018 105

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე და გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე ოზურგეთში მცხოვრებ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, შშმ ვეტერანს რუსლან (ირაკლი) გოგოლაძეს, ესტუმრნენ.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ რუსლან გოგოლაძის ჯანმრთელობის და სოციალურ მდგომარეობას.
მათ ვეტერანს მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერები გადასცეს და სამომავლოდ დაგეგმილი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებაში დახმარების გაწევს დაჰპირდნენ.
შეგახსენებთ, რუსლან (ირაკლი) გოგოლაძე, 2014 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად, შშმ პირად იქცა. 2015 წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, მას სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა. უწყება პერიოდულად უწევდა რუსლანს სხვადასხვა სახის დახმარებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რუსლანი კვლავ საჭიროებს სარეაბილიტაციო კურსს, რაზედაც სამსახური, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს.

Rate this item
(0 votes)
Last modified on კვირა, 19 აგვისტო 2018 19:30