ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე

აგვისტო 19, 2018 61

ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს –  ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.

„არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს. ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, რომ ვიაროთ სრულყოფილების კიბეზე – ეს აუცილებელია.ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ იმისთვის რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი მისი. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ ჩვენ”, -აღნიშნა ილია მეორემ.

Rate this item
(0 votes)
Last modified on კვირა, 19 აგვისტო 2018 19:33