m² ახალ მნიშვნელოვან მომწოდებელთან აფორმებს ხელშეკრულებას

აგვისტო 19, 2018 61

სასიამოვნო სიახლეა, რომ კომპანიამ  გააფორმა თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება ბინის შიდა კარის ახალ მომწოდებელთან იტალიაში და გადაწყდა, რომ კომპლექსი  m2 იპოდრომთან ყველა მობინადრეს ბინაში

დახვდება იტალიური წარმოების მაღალი ხარისხის კარი.  კლიენტების მიერ აქამდე შერჩეული ანალოგიური ფერის ახალი კარით ჩანაცვლება საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, თუმცა კომპანიის გადაწყვეტილებით დამატებითი ხარჯების გაწევაც კი მისაღებია, რათა ჩვენს მობინადრეებს შევთავაზოთ უკეთესი ხარისხი,  ვიდრე ისინი მოელოდენ. კარის ცვლილებასთან დაკავშირებით ყველა მობინადრეს დაუკავშირდება კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი 28-31 ოქტომბერს, რადგან  ყველა მობინადრე გაეცნოს  ახალი კარის ფერისა და ფაქტურის ნიმუშებს.

კარ-ფანჯრის  მწარმოებელი  იტალიური კომპანია 3elle 100 წელზე მეტი ხნის გამოცდილებითა და  გასაოცარი თანამედროვე ტექნოლოგიების უზარმაზარი საწარმოთი დღეში 800-ზე მეტი კარის წარმოების სიმძლავრეს ფლობს. ეს ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია ევროპაში, რომელსაც საქართველოში ჯერ არ ჰყავს წარმომადგენელი და ექსკლუზიურად ჩვენს კომპანიასთან იწყებს თამანშრომლობას.  ამიერიდან, კომპანია 3elle  უზრუნველყოფს m²-ის არსებული და ახალი პროექტებისთვის შიდა კარების მოწოდებას.

Rate this item
(0 votes)
Last modified on კვირა, 19 აგვისტო 2018 18:25